ცნობილია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა - რატომ არ ესწრებოდნენ ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი - Palitra News

ცნობილია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა - რატომ არ ესწრებოდნენ ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

2024-10-08 20:32:06+04:00

ცნობილია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა. გუშინ, 7 ოქტომბერს, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. ღონისძიებას, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენლები - მათთვის „ქართული ოცნების“ გეგმა მიუღებელი აღმოჩნდა. რატომ არ ესწრებოდნენ ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი და რას აცხადებენ პოლიტიკოსები აღნიშნულ საკითხზე.