ვინ იქნება კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი - ამ საკითხის გარშემო ორბელიანების სასახლეში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დასრულდა - Palitra News

ვინ იქნება კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი - ამ საკითხის გარშემო ორბელიანების სასახლეში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დასრულდა

2024-10-08 20:20:44+04:00

ვინ იქნება კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი - ამ საკითხის გარშემო ორბელიანების სასახლეში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დასრულდა. პროცესის სათავეში კვლავ სალომე ზურაბიშვილია, რომელიც „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ პარტიებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და სამთავრობო გუნდის შემადგენლობას თავად წარუდგენს. ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.