თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია - Palitra News

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

2024-10-08 19:04:06+04:00

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთი მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია.

როგორც "ინტერპრესნიუს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაციის სამუშაოები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშვებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ შესულა.