„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა“ და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „იურიდიული ფირმების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ქეთევან ქვარცხავამ განმარტა, შეხვედრაზე მოწვეულია ხუთი პოლიტიკური პარტია: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”, „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო”, „გახარია საქართველოსთვის” და „ქართული ოცნება”.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პარტიებიდან მიწვევის მიუხედავად, ღონისძიებაზე არ მისულან „ქართული ოცნების“, „გახარია საქართველოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი სამართლის უზენაესობას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატვის უფლებას, სიტყვის თავისუფლებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.