საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქნაძის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საზოგადოებისთვის უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის ე.წ. „რადიკალური ფრთის“ და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისთვის მთავარი დღის წესრიგი საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა, რისთვისაც, მიქანაძის შეფასებით, ისინი ყველა ფორმის მანიპულაციას ეწევიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საქმიანობაში გამოვლინდა წინასაარჩევნო დარღვევები, რაც არჩევნებში უცხოურ ჩარევას, არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას, ნეგატიურ კამპანიას, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასა და საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ეხება.