დღეს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. დადასტურებული ინფორმაციით, სხდომაზე მოხსენებას უმაღლესი ევროკომისარი, ჯოზეფ ბორელი წარადგენს. „დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში“ - სწორედ ამ სახელწოდებით არის დაანონსებული ევროკავშირის ვებგვერდზე ბორელის სიტყვით გამოსვლა. ხელისუფლების ოპონენტები ელიან, რომ ჯოზეფ ბორელისა და სხვა ევროპელი პარტნიორების აქცენტები ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდამჭერი იქნება. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ დასავლეთის მხრიდან სამართლიანი მიდგომის იმედი აქვთ.