თბილისსა და ტრაპიზონს შორის ფრენები იწყება - Palitra News

თბილისსა და ტრაპიზონს შორის ფრენები იწყება

2024-10-08 13:45:04+04:00

თბილისსა და ტრაპიზონს შორის ფრენები იწყება.14 ოქტომბრიდან ტრაპიზონის მიმართულებით თბილისიდან ავიარეისები განხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ ფრენებს კომპანია Georgian Wings განახორციელებს. პირდაპირი რეისები თბილისისის აეროპორტსა და ტრაპიზონის აეროპორს შორის კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს განხორციელდება. რაც შეეხება ფასებს, ერთი გზის ბილეთის ღირებულება 447 ლარიდან დაიწყება.