მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული, - ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი - Palitra News

მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული, - ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი

2024-10-08 13:43:22+04:00

მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა მკვეთრად არის შემცირებული, - ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი. კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ გაუმჯობესება განაგრძო, თუმცა ის მაინც შესუსტებული რჩება წლის დასაწყისთან შედარებით.

ამასთან, კვლევის ავტორების შეფასებით, აგვისტოში ფასები პირველად ბაზარზე თვის ჭრილში მცირედით 0.3%-ით გაიზარდა, ივლისში დაფიქსირებული უცვლელი ფასის შემდეგ. „შესუსტებული მოთხოვნა ასევე მოქმედებს მიწოდებაზე - გასული სამი თვის განმავლობაში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა მკვეთრად, წლიურად 41.9%-ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, რადგან დეველოპერები, სავარაუდოდ, ელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას,“- ნათქვამია მიმოხილვაში.