ლიბერთიმ „დიბოლდ ნექსდორფის“-ის ჯილდო მიიღო. საბანკო ინოვაციების სფეროში, ბანკი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში ლიდერ კომპანიად დასახელდა. ლიბერთის, როგორც წამყვან ნოვატორს საბანკო ფუნქციონალის თვალსაზრისით, საერთაშორისო კომპანიების - Penki Kontinentai Group-ისა და „დიბოლდ ნექსდორფის“-ის წლის ჯილდო გადაეცათ, სწორედ ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის. ასევე, Penki Kontinentai Group-სა და ლიბერთის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ითვალისწინებს. ლიბერთი ბანკი, უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მოწინავე პოზიციას იკავებს. ბანკი წარმატებით პარტნიორობს Penki Kontinentai Group-თან, და მათ შვილობილ კომპანიებთან. სწორედ მათთან თანამშრომლობით წარმატებით დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები საბანკო ოპერაციების გასაუმჯობესებლად.