ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სუჰეილ ჰუსეინ ჰუსეინი, რომელიც „ჰეზბოლას“ ლოგისტიკურ შტაბ-ბინას ხელმძღვანელობდა და „ჰეზბოლას“ ჯიჰადის საბჭოს წევრი იყო, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 7 სექტემბერს მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰუსეინი ირანსა და „ჰეზბოლას“ შორის იარაღის გადაცემისას მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფებს შორის იარაღის განაწილებაზე პასუხს აგებდა.