ლანჩხუთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება - Palitra News

ლანჩხუთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

2024-10-08 12:34:24+04:00

ლანჩხუთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წამლობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ. ადგილზე 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული, თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი; ასევე სპეციალურ სადგურებზე ცივი შესხურების ტექნოლოგიით წერტილოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინირებულად, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში გრძელდება.