მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-8 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები, სექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ხელს უწყობს, რაც საბოლოოდ, თითოეულ პაციენტზე დადებითად აისახება. შეხვედრაზე, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი "გაიდლაინები" და ასევე კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, კარდიო-ონკოლოგიის და დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები განიხილეს. კონგრესი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, გულის მსოფლიო დღის ფარგლებში, გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს გულის ფონდმაც მიიღო.