ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა - რატომ არ ესწრებოდნენ ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი და რას აცხადებენ პოლიტიკოსები - Palitra News

ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა - რატომ არ ესწრებოდნენ ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი და რას აცხადებენ პოლიტიკოსები

2024-10-08 12:30:13+04:00

გუშინ, 7 ოქტომბერს, "ქართული ოცნების“ ლიდერმა და ქვეყნის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. ღონისძიებას, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენლები - მათთვის „ქართული ოცნების“ გეგმა მიუღებელი აღმოჩნდა. რატომ არ ესწრებოდნენ ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი და რას აცხადებენ პოლიტიკოსები აღნიშნულ საკითხზე.