ვინ იქნება კოალიციური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი - ამ საკითხის გარშემო ორბელიანების სასახლეში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დღეს გაგრძელდება. პროცესის სათავეში კვლავ სალომე ზურაბიშვილია, რომელიც „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ პარტიებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და სამთავრობო გუნდის შემადგენლობას თავად წარუდგენს. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი და რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები.