ქართული ოცნების საარჩევნო ბანერების გაკრიტიკების გამო ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან კრიტიკული განცხადებების ობიექტი გახდა - განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან და ევროპელი დიპლომატების პასუხი - Palitra News

ქართული ოცნების საარჩევნო ბანერების გაკრიტიკების გამო ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან კრიტიკული განცხადებების ობიექტი გახდა - განცხადებები პოლიტიკოსების მხრიდან და ევროპელი დიპლომატების პასუხი

2024-10-07 20:33:28+04:00

ქართული ოცნების საარჩევნო ბანერების გაკრიტიკების გამო ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან კრიტიკული განცხადებების ობიექტი გახდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ფარისევლობას უწოდებენ ჰერჩისნკის განცხადებებს და ელჩის მხრიდან საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას. განსხვავებული პოზიცია აქვთ ოპოზიციაში და საქართველოს ხელისუფლებას ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ.