ხვალ, ევროკავშირის უმაღლესი ევროკიმისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარებს საქართველოს შესახებ მოხსენებას წარუდგენს - Palitra News

ხვალ, ევროკავშირის უმაღლესი ევროკიმისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარებს საქართველოს შესახებ მოხსენებას წარუდგენს

2024-10-07 20:31:51+04:00

ხვალ, ევროკავშირის უმაღლესი ევროკიმისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტარებს საქართველოს შესახებ მოხსენებას წარუდგენს. ეს იქნება ახალი ევროპარლამენტის პირობებში საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული პირველი შეფასება. არსებული ინფორმაციით ევროპარლამენტში დებატებიც გაიმართება, სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში კი საქარასთველოს საკითხთან დაკავშირებით უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ.