მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ისევ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილების მიზეზი იგივეა რაც წინა შემთხვევაში,- ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ისევ უხეშად არღვევს კონსტიტუციას და მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტებს მართავს. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკური პარტიების მხრიდან.