საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის ერთი წლის თავს ეხმაურება. მისი თქმით, მომხდარი დღესაც ისეთივე მტკივნეულია, როგორც ერთი წლის წინ. მანვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს არ ავიწყდება მსხვერპლი, მძევლები და ის ოჯახები, რომლებიც დანაკლისით ან ოჯახის წევრების ლოდინით დამწუხრებულნი არიან.