რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის დაბა ნიუ-იორკში 3 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის ბრიგადის წევრები ავრცელებენ. უწყების განცხადებით, დახვრეტის პროცესი მათმა დრონმა დააფიქსირა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ კლავენ რუსი სამხედროები სამ უკრაინელ ტყვეს, რომელთაც იარაღი არ აქვთ და ისინი დანებებას ცდილობენ. როგორც ცნობილია, დახვრეტაში მონაწილე რუსი სამხედროებიდან ერთ-ერთი მოგვიანებით უკრაინელმა მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს. უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა 93 უკრაინელი ტყვე მოკლეს.