„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში უმძიმესი რეალობა შექმნა, რის შედეგადაც საქართველო ახალგაზრდა თაობისგან იცლება. როგორც ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფომ თავად აღიარა, რომ რეკორდულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სასწავლო პროცესს გამოეთიშნენ. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბავშვები სიღარიბისთვის გაწირა. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს.