საქართველოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე წულაძე თბილისის ახლად რეაბილიტირებულ 215-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. ის განახლებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა მინისტრთან ერთად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, გელა გელაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი კუპრავამ დაათვალიერეს. შენობა, რომელიც 120 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდა და ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.