ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ატარებს. მისივე ინფორმაციით, აუდიტის პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი, საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია ჩაატარებს, რომელსაც აშშ-ში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია გააჩნია.