საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახელში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების მორიგ ეტაპს იწყებს - Palitra News

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახელში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების მორიგ ეტაპს იწყებს

2024-10-07 12:34:30+04:00

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახელში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების მორიგ ეტაპს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების ოპონენტებს პრემიერ-მინისტრობის მის მიერ შერჩეულ კანდიდატს შესთავაზებს, რის შემდეგაც მსჯელობა დახურულს კარს მიღმა წარიმართება. პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებს ორბელიანების სასახლეში, სავარაუდოდ, დღეიდან ელოდება. დროებითი, ე.წოდებული ტექნიკური მთავრობის შექმნის საკითხი სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებულ ქართულ ქარტიაშია გაწერილი, რომელსაც ოთხივე პოლიტიკური ძალა ხელს აწერს.