„ჰეზბოლას“ მიერ ჩრდილოეთ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა. თავდასხმა ქალაქ ჰაიფაზე განხორციელდა. „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ჰაიფაში მდებარე სამხედრო ბაზა იყო. როგორც ცნობილია, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ჰეზბოლას“ მხრიდან გაშვებული რაკეტა ისრაელის ჩრდილოეთით ჩამოვარდა. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებდნენ, რომ ჰაიფას მიმართულებით ხუთი რაკეტა იყო გაშვებული, რამდენიმეს ჩამოგდება შეძლეს, რამდენიმე კი ქალაქში ჩამოვარდა. რამბამის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ხუთივე ჰოსპიტალიზებული პირი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისრაელელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, გასულ 24 საათში „ჰეზბოლამ“ ქვეყნის მიმართულენით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამავდროულად, ისრაელი ბეირუთის სამხრეთით იერიშებს აგრძელებს.