კომუნიკაციების კომისიის მედიალაბის ორგანიზებით, თბილისში კიბერ-უსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“ გაიმართა. ღონისძიების ძირითად თემებს ციფრული აქტივების დასაცავად უახლესი მეთოდები, მონაცემთა მართვის ინოვაციური სტრატეგიები და მონაცემთა შენახვისა თუ დამუშავების უსაფრთხო გზები წარმოადგენდა. ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ინტერაქციული ტრენინგი, პრეზენტაციები, კითხვა პასუხის-სესია და სემინარი, რომელთა შედეგად მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან, გაეცნენ საერთაშორისო რეგულაციებსა თუ საქართველოს კანონმდებლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე, შეისწავლეს კიბერშეტევისა და ფიშინგის ამოცნობის ძირითადი მექანიზმები და თავიანთი პროდუქტის ციფრული უსაფრთხოების შემოწმება რეალურ დროში.