მცხეთაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და ამავე პარტიის საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე. თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მოხალისეები, რათა მთელმა საქართველომ 26 ოქტომბერს გამარჯვება ერთად იზეიმოს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებამდე, ევროპული პერსპექტივის დაბრუნებამდე და საბოლო გამარჯვებამდე ცოტა დრო რჩება.