„დაიცავი შენი არჩევანი“ - ამ ლოზუნგით მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნები გახსნასა და საკონსულო რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალობას ითხოვენ. პროტესტს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი შეუერთდა. მან განაცხადა, რომ არჩევნებამდე 3 კვირით ადრე ემიგრანტების სრული მობილიზება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც გამოჩდნენ.