8 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ისაუბრებს. ბორელი ყურადღებას საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე გაამახვილებს. ამასთან დაკავშირებით, ქართულ ოპოზიციას იმის მოლოდინი აქვს, რომ ევროკომისრის გზავნილები ზუსტი და ქართველი ხალხის მხარდამჭერი იქნება, თუმცა კვლავ უცვლელია მმართველი პარტიის პოზიცია - „ქართული ოცნება“ ევროპელი პარტნიორების მიმართ ისევ კრიტიკული რჩება.