ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ების პირველი პარტია გადასცა - Palitra News

ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ების პირველი პარტია გადასცა

2024-10-07 08:02:45+04:00

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომ უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცეს.

„პირველად შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ პირველი ნიდერლანდური F-16-ები უკრაინას გადაეცა“, - დაწერა მან სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა აუცილებელი ნაბიჯი იყო.

„ეს სასწრაფოდ საჭიროა. ხარკოვში ვნახე რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად მიღებული ზიანი და ხშირად მესმოდა საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის ხმა“, - აღნიშნა რუბენ ბრეკელმანსმა.

მისი განმარტებით, 24 თვითმფრინავიდან დანარჩენი F-16 -ები უახლოეს თვეებში ჩავა უკრაინაში.

ცნობისთვის, რუბენ ბრეკელმანსი გუშინ მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა და კიევი და ხარკოვი მოინახულა.