ლონდონის ცენტრში გამართულ აქციაზე პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა. პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებს ეჭირათ პალესტინის დროშები და ბანერები წარწერებით – „დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი“. პარალელურად გაიმართა კონტრაქციაც. დაკავებულებს შორის რამდენიმე პირი სასწრაფო დახმარების თანამშრომელზე და პოლიციაზე თავდასხმისთვის , რამდენიმე კი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით აქციები გაიმართა პარიზში, რომში და ბერლინში. რომში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.