სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართული ქარტიის“ გარშემო წამოწყებულ კონსულტაციების მორიგ ეტაპს მმართველი პარტია აფასებს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ნებისმიერი პროცესი, რომელსაც სათავეში კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი უდგას, წარუმატებელი იქნება. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის გააკეთებს.