აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით , ეთნოგრაფიულ მუზეუმში"აფხაზური ეზო“ მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები, ადგილზე მოეწყო თემატური გამოფენები, მასტერკლასები, კერძების დეგუსტაცია და ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. აფხაზეთის მთავრობის განცხადებით, თბილისობის დღესასწაული ხელს უწყობს სხვადასხვა კულტურის გაცოცხლებასა და ერთმანეთში გაზიარებას.