სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა. საპატიო მოქალაქეებს შორის არიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები, მათ შორის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, ვინი სანიოლი. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქალაქის განვითარებაში. კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.