ურთიერთობები ოფიციალურ ვაშინგტონთან, სანქციები, გაუქმებული მიღება ბაიდენთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილი - ამ თემებზე საქართველოში ამერიკის ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა. რობინ დანიგანმა პირველი კომენტარი გააკეთა თეთრ სახლში - აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაუქმებულ მიღებაზე. როგორც დანიგანი ამბობს, შტატებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი "წითელ ხაზებს უახლოვდება". სწორედ ამის გამო, ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძე არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა. რაც შეეხება ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყების თანამშრომელთა სანქცირების თემას, ამერიკის ელჩი ინტერვიუში განმარტავს, რომ სანქციების ამოქმედების დრო "ოცნების" მოქმედებებმა განსაზღვრა. დანიგანის თქმით, შტატებს ყველა დასანქირებულ პირზე აქვს მტკიცებულებები, რომ თითოეული მაღალჩნოსანი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყვნენ ჩართულნი. აშშ-ის ელჩი ბიძინა ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებსა ასაჯაროებს და აბობს, რომ ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მისი ქონება სასამართლო სარჩელებშია დაკავებული.