ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 800-ზე მეტ ქართველ ემიგრანტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება. ოპოზიცის მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე ყველა წევრმა მისცა ხმა. საუბარია ემიგრანტებზე, რომლებსაც იურიდიული რეგისტრაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აქვთ . მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართი არ აქვთ, რის გამოც ისინი საარჩევნო სიაში საერთოდ არ იძებნებიან. ცესკოს დღევანდელი გადაწვეტილებით, ამ ემიგრანტებს 26 ოქტომბერს, ხმის მიცემის უფლება ექნებათ. კომისიის გადაწყვეტილებაზე უკვე ისაუბრეს ოპოზიციაში.