ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე ჰაშენ საფიედინი ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საფიედინი ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთით მდებარე გარეუბანზე განხორციელებული ძლიერი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ამასთან, ლიბანში აცხადებენ, რომ ჰაშემ საფიედინი ორი დღეა კონტაქტზე არ გამოსულა. ჰაშენ საფიედინთან დაკავშირებით „ჰეზბოლას“ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ამასთან ცნობილი ხდება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ გვირაბი გაანადგურეს. ისრაელელმა სამხედროებმა იარაღის საცავები და რაკეტების გამშვები პუნქტები გაანადგურეს.