„ქართული ოცნების" შეუსრულებელი დაპირებები და ქალაქ ჯვარში მოუწყობელი ინფრასტრუქტურა - ეს ის საკითხებია, რომელთან დაკავშირებითაც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. ლევან სამუშიამ სიტყვით გამოსვლის დროს მოსახლეობას მმართველი პარტიის დაპირებები შეახსენა, რომლის მიხედვითაც, 7 წლის წინ წესით ენგურჰესზე ტურისტული ატრაქციები უნდა გახსნილიყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ როგორც სხვა დაპირებები, ასევე ეს კონკრეტული დაპირება ქალაქ ჯვრის მოსახლეობისთვისაც არ შეუსრულებია.