საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან პოლიტიკური კონსულტაციები გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ ახლა მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება და ამაში პრეზიდენტის მონაწილეობა გადამწყვეტია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში ვიზიტის საკითხსაც შეეხო. კიდევ რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ზურაბიშვილმა ოპოზიციასთან შეხვედრის დროს და რას აცხადებენ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თემაზე მეტს მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის.