ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთ ლიბანში „ჰამასის“ ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პირველი სარაკეტო დარტყმა ღამით, ქალაქ ტრიპოლის მახლობლად მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში განხორციელდა და მისი სამიზნე საიდ ატალა ალი იყო.
მეორე სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც ლიბანის ქალაქ საადნაელთან ახლოს განხორციელდა, მუჰამედ ჰუსეინ ალ-ლავისის ლიკვიდაცია მოხდა.
„ჰამასმა“ ორივე მათგანის სიკვდილი დაადასტურა