შეერთებული შტატების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ შსს-ს მიერ საარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას რადიო თავისუფლება აქვეყნებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად არჩევნების „თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, - სხვადასხვა რეგიონში, - შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან „სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე“. ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები. ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იგივე სპეცრაზმის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი. ბრძანება „პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი“. საკითხზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები