უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს. მისი თქმით ეს იქნება ომის სამართლიანი დასრულებისკენ მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ პარტნიორების სიმტკიცე და უკრაინის გაძლიერება არის ის, რასაც რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია. უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება და იგი ლიდერების დონეზე პირველად ჩატარდება. შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაუძღვება.