ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციას რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის პროცესი შეუჩერა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქვეყანა ქართული ოცნების მმართველობის მესამე ვადის მიწურულს უმძიმესი შედეგებით ხვდება, ეს კი მთლიანად ივანიშვილის გუნდის პასუხისმგებლობაა. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება, საქართველოსთვის დასავლური ორგანიაზაციების კარი სამუდამოდ ჩაიკეტება.