ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წინანდლის მამულში ღვინის სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაში მიღო მონაწილეობა - Palitra News

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წინანდლის მამულში ღვინის სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაში მიღო მონაწილეობა

2024-10-05 12:51:15+04:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა წინანდლის მამულში ღვინის სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაში მიღო მონაწილეობა. შვეიცარიული ასოციაციის ღვინის სიმპოზიუმი საქართველოში უკვე მეორედ იმართება - წინანდლის მამული ცნობილ პროფესიონალებს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებს და ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს. 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა, 2023 წელს კი „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით და „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ღონისძიება პირველად გაიმართა საქართველოში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.