უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 3 დრონი ჩამოაგდეს - Palitra News

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 3 დრონი ჩამოაგდეს

2024-10-05 11:54:00+04:00

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 3 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 13 დრონი და X-59/69 ტიპის 3 მართვადი რაკეტა გაუშვეს.

საზენიტო ბრძოლის შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქში 3 დრონი ჩამოაგდეს. 10 რუსული დრონი უკრაინის ჩრდილოეთითა და სამხრეთით გაუჩინარდა, ხოლო რაკეტებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

რუსული ძალების საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობა უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა და ელექტრონული ომის ქვედანაყოფებმა მიიღეს.