ჯეიმს ო’ბრაიენი - შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას და საქართველოს ევროპას აშორებს - Palitra News

ჯეიმს ო’ბრაიენი - შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებას და საქართველოს ევროპას აშორებს

2024-10-05 10:24:28+04:00

შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი პლატფორმა X-ზე წერს.

„შეერთებული შტატები ყოველთვის ხმას ამოიღებს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ყველასთვის“, - წერს ჯეიმს ო’ბრაიენი.

შეგახსენებთ, 3 ოქტომბერს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი.