ლიბანში, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს - Palitra News

ლიბანში, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

2024-10-05 10:22:22+04:00

ლიბანში, კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად აშშ 157 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„აღნიშნული დაფინანსებით იძულებით გაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საჭიროებების დაკმაყოფილება მოხმარდება. დაფინანსება მათაც დაეხმარება, ვინც იძულებული გახდა მეზობელ სირიაში გადასულიყო“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლიბანსა და სირიაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 386 მილიონი დოლარი გამოყო.