თინა ხიდაშელი - არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო - Palitra News

თინა ხიდაშელი - არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო

2024-10-05 00:03:13+04:00

თუ ხელისუფლება მოახერხებს, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არ იყოს ძალადობის მანიფესტაცია და გაუგონარი მეთოდებით არ შეეცდება არჩევნების შედეგების გადაწერას, თუ კი არჩევნების შედეგი იქნება ამომრჩევლის ნების ადეკვატური, იქ აღარავინ დაიწყებს ერთი პროცენტის და ნახევარი პროცენტის თვლას , - ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” ლიდერმა, თინა ხიდაშელმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.