"შაჰედის" ტიპის დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, უკრაინის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონს "შაჰედის" ტიპის 105 დრონით შეუტიეს, მათგან 78 უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურა, 23 კი დაიკარგა. რუსმა ოკუპანტებმა "შაჰედებით" კიევსაც შეუტიეს - აღნიშნული თავდასხმა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის მიმართულებით გაშვებული 15-ვე დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლში დრონის მოგერიების შემდეგ, ხანძარი გაჩნდა. მიზეზი ჩამოგდებული საჰაერო სამიზნიდან ნამსხვრევების ჩამოვარდნა გახდა.