“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აგარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე მათ ადგილობრივებთან ერთად ის გეგმები განიხილეს, რომელთა განხორციელებასაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ.