მმართველ პარტიაში „ტყუილებით სავსეს“ უწოდებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და „ქართული ოცნების“ მიერ, საპარლამენტო არჩევნების მოპარვის მცდელობაზეა საუბარი. „ქართულ ოცნებაში“ დეკლარაციაში დაფიქსირებულ გზავნილებს უარყოფენ და ამბობენ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში და საქართველოს ხელისუფლებას ტყუილის გავრცელებაში ადანაშულებენ. საკითხს დღეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკიც გამოეხმაურა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.